მთავარიწესები და პირობები

წესები და პირობები

ბოლო განახლება:

მოკლედ: Dovlati.ge არის განცხადებების დაფა. ჩვენ ვაკავშირებთ ფერმერს მყიდველთან, მაგრამ გარიგებაში არ ვმონაწილეობთ, არ ვყიდით და საკომისიოს არ ვიღებთ. პასუხისმგებლობა პროდუქტზე, ფასზე და მიწოდებაზე ეკისრება მეწარმეს.

1. ზოგადი დებულებები

Dovlati.ge (შემდგომში · „პლატფორმა") არის ონლაინ სივრცე, სადაც სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და აგროსერვისების მიმწოდებლები ათავსებენ განცხადებებს, ხოლო მყიდველები პოულობენ მათ და პირდაპირ უკავშირდებიან.

პლატფორმაზე რეგისტრაციით ან მისი გამოყენებით მომხმარებელი ეთანხმება წინამდებარე წესებს.

2. ანგარიში და ვერიფიკაცია

3. განცხადებების წესები

განცხადება უნდა იყოს ზუსტი, სრული და შეესაბამებოდეს რეალობას. აკრძალულია:

ადმინისტრაცია უფლებამოსილია წაშალოს ნებისმიერი განცხადება, რომელიც ეწინააღმდეგება ამ წესებს, წინასწარი გაფრთხილების გარეშე.

4. ტარიფები და საფულე

  • განცხადების განთავსება ფასიანია; მიმდინარე ტარიფი ყოველთვის ჩანს დახმარების გვერდზე
  • გახსნის აქციის პერიოდში განთავსება უფასოა
  • VIP წამოწევა ფასიანი დამატებითი სერვისია განსაზღვრული ვადით
  • თანხა იჭრება მომხმარებლის საფულიდან; საფულე ივსება წინასწარ
  • გახარჯული თანხა (განთავსება, VIP) უკან არ ბრუნდება
  • ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას შეცვალოს ტარიფები; ცვლილება არ ვრცელდება უკვე გადახდილ სერვისებზე

4. ტარიფები

  • განცხადების განთავსება ამჟამად უფასოა; გადახდის სისტემა ჯერ არ ჩართულა
  • საიტი გარიგებაში არ ერევა და გაყიდვიდან საკომისიოს არ იღებს
  • ფასიანი სერვისების ამოქმედებამდე მომხმარებლები წინასწარ გაფრთხილდებიან; მიმდინარე ტარიფი ყოველთვის ჩანს დახმარების გვერდზე

5. პასუხისმგებლობის შეზღუდვა

პლატფორმა არ არის გარიგების მხარე. ჩვენ არ ვყიდით პროდუქციას, არ ვახორციელებთ მიწოდებას, არ ვმონაწილეობთ ანგარიშსწორებაში და არ ვიღებთ საკომისიოს გაყიდვიდან.

6. შეფასებები

7. კონფიდენციალურობა

ჩვენ ვაგროვებთ მხოლოდ იმ მონაცემებს, რაც სერვისის მუშაობისთვისაა საჭირო:

ტელეფონის ნომერი მყიდველს ეჩვენება მხოლოდ მაშინ, როცა ის განცხადებაზე „ნომრის ჩვენებას" დააჭერს.

მონაცემებს არ ვყიდით და არ გადავცემთ მესამე პირებს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ანგარიშის და მასთან დაკავშირებული მონაცემების წაშლის მოთხოვნა შეგიძლიათ გამოაგზავნოთ მისამართზე info@dovlati.ge.

8. ანგარიშის დაბლოკვა

ადმინისტრაცია უფლებამოსილია დროებით ან სამუდამოდ დაბლოკოს ანგარიში წესების სისტემატური დარღვევის, თაღლითობის ნიშნების ან სხვა მომხმარებლების საჩივრების საფუძველზე. დაბლოკვის შემთხვევაში საფულეში დარჩენილი თანხა არ ბრუნდება, თუ დარღვევა დადასტურდა.

9. წესების ცვლილება

ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას შეცვალოს წინამდებარე წესები. მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ მომხმარებლები ინფორმირებული იქნებიან საიტზე შეტყობინებით.

10. კონტაქტი

კითხვების შემთხვევაში: info@dovlati.ge